Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზებული ტრენინგი სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ

    თსუ ხარისხის უზრინველყოფის სამსახური ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით გთავაზობთ ტრენინგს სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ. ტრენინგს წარუძღვება ბაბეშ-ბოიას უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (QAA) დირექტორის მოადგილე 2012-1019  წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამუშაო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი - ანკა გრისი. ტრენინგი გაიმართება 2, 3 და 4 ნოემბერს 12:30 დან 16:00 საათამდე. ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური. 

     

    ტრენინგის მიზანია, თსუ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს გააცნოს სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები, რათა მათ შეძლონ ამ მიდგომების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ტრენინგის მიზანი და სწავლის შედეგები, ისევე როგორც დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულ ფაილში. 

     

    ტრენინგი გაიმართება zoom -ის მეშვეობით. ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xZQFUQmq2zpnruAN8

     

    დარეგისტიტებული პირები ტრენინგამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ ტრენინგზე დასწრების ბმულს.